Sunday, October 2, 2016

კარნავალები

                                        პროექტი

 სახელწოდება: კარნავალები



პროექტის აქტუალობა:

 ეს პროექტი
 აქტუალურია,იმდენად რამდენადაც ის გულისხმობს უცხო ენაში,კერძოდ ინგლისურში  ლექსიკური მარაგისგამდიდრებას,
უცხო ენაზე მეტყველების განვითარებას და რაც მთავარია მოსწავლეები გაეცნობიან თუ რომელი კარნავალებია ყველაზე ცნობილი მსოფლიოს ირგვლივ,რა ისტორიადატრადიციები გააჩნიათ .


Add caption
Add caption
პროექტის მიზნები: გარდა იმისა,რომ მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოს ცნობილ ტრადიციულ კარნავალებს ამასთან შესაბამისობაში  ისინი გააკეთებენ შედარებას ქართულ ტრადიციულ რეალობასთან ,რომელიც ბერიკაობის სახელითაა ცნობილი.
ასევე პროექტის ძირითადი 
მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეს ძიების,კვლევის,ინფორმაციის გადამუშავების უნარ-ჩვევები,შედარების უნარი.

მოსწავლეთა ასაკი: VIII კლასი

პროექტის ხანგრძლივობა:
1 კვირა


მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან საკუთარ ბლოგს,სადაც განთავსდება ბავშვების მიერ მოძიებული მასალები,სურათები და პრეზენტაციები.

პროექტისთვის ძირითადი,საჭირო რესურსები:კომპიუტერი,ინტერნეტი,პროექტორი და უფროსი თაობისგან ხალური ინფორმაციის მოძიებაქართულ ხალხურ ბერიკაობაზე.
პროექტის მსვლელობა: ვინაიდან და რადგან მოსწავლეთა რაოდენობა არ გვაძლევს ჯგუფური მუშაობუის საშუალებას,მოხდება ბავშვების ინდივიდუალური დაყოფა:პირველი ბავშვი მოიძიებს ინფორმაციას,მეორე - ფოტომასალას,მესამე-იმსჯელებს,მეოთხე შექმნის ბლოგს,ხოლო მეხუთე მოსწავლეს დაევალება პროექტორთან მუშაობა.თუმცა ყველას ერთად დაევალება კოსტუმირებული კარნავალის ჩვენება,რომელსაც ღონისძიების სახე ექნება.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური ენა,ი.ს.ტ-ი.

 . მოსწავლეს
 შეუძლია თანაკლასელებთან,

 მასწავლებელთან თანამშრომლობა.

. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.

.მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.

.მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.

.მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.(ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაცის, მახვილებს, რიტმულ სეგმენტებს,· ადეკვატურად უსადაგებს არავერბალურ მეტყველებას ტექსტის შინაარსს (ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, რიტმულ მოძრაობებს)

პროექტის ხელმძღვანელი: სოფო რევაზიშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: soforevazihvili11@gmail.com


პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: soforevazihvili11blogspot.com













1 comment:

  1. მომეწონა,თემა ძალიან საინტერესოა.შეიცავს დიდ დიაპაზონს.

    ReplyDelete